ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დროებითი ნავსადგურის გავლით ღაზაში 569 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

დროებითი ნავსადგურის გავლით ღაზაში 569 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული დახმარება ნავსადგურის გავლით ღაზის სექტორში შევიდა, დიდ ნაწილს საწყობებამდე არ მიუღწევია.
გაერო-ს განცხადებით, გასულ პარასკევს მისმა კონტრაქტორებმა ჰუმანიტარული დახმარება ნავსადგურიდან დეირ ელ ბალაჰში მდებარე საწყობში გადაიტანეს, ხოლო კვირას და ორშაბათს გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარება არ მიუღია.
შეგახსენებთ, ამერიკელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის სანაპიროზე ნავსადგურის მშენებლობა გასულ ხუთშაბათს დაასრულეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.