ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტობა ჩვენი მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ – მედვედევი

დმიტრი მედვედევი (მარცხნივ), ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ)რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი სამთავრობო პლატფორმა MAX-ზე წერს, რომ რუსეთმა უნდა შეყვიტოს მისი "ტოლერანტული დამოკიდებულება" მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობების მიმართ.
"დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ტოლერანტული დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, მათ შორის "ქვეყანა 404" [უკრაინა]" - წერს მედვედევი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს უკვე გააკეთა, როდესაც სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ იყო კმაყოფილი ერევნის ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.