დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს – ზელენსკი

დროა, ევროპამ გაყინული აქტივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ რუსეთი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს არ შეწყვეტს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს.
„კიევსა და სხვა რეგიონებში სამაშველო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. რუსებმა დაახლოებით 36 რაკეტა და 600 დრონი გაუშვეს. თავდასხმის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს რუსეთს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„უნდა ვიმუშაოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტები გვქონდეს და რუსეთზე ზეწოლა შენარჩუნდეს. ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯები ყველა ჩვენს პარტნიორთან აუცილებლად უნდა განვიხილოთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?