პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“დროა, დასანქცირდეს ივანიშვილი” – ფოტიგა

“დროა, დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “X”- ზე ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა წერს და რეზოლუციის ფოტოს აქვეყნებს.
გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში საქართველოს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი როლი იგმობა“.
ევროპალამენტმა 25 აპრილს დაამტკიცა რეზოლუცია, რითაც ევროკომისიას მოუწოდებს, გადახედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას.
სასწორზე დგას არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გაყინოს შემდეგი ეტაპი. ბიძინა ივანიშვილს კი, ვინც ქვეყანას ევროპის ნაცვლად რუსეთისკენ მიაქანებს, პერსონალურ სანქციები დაუწესდეს. უმწვავესი რეზოლუცია 425 ხმით დამტკიცდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.