არქივი11 სექტემბერი, 2024, 15:53
დრეზდენში, მდინარე ელბაზე გამავალი ხიდის 100 მეტრიანი მონაკვეთი ჩამოინგრა

დრეზდენში, მდინარე ელბაზე გამავალი ხიდის 100 მეტრიანი მონაკვეთი ჩამოინგრა
გერმანიაში, საქსონიის დედაქალაქ დრეზდენში, ამ ღამით ჩამოინგრა კაროლას ხიდის დიდი მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთია მდინარე ელბას ოთხი ხიდიდან.
ევროპეისკაია პრავდა წერს, რომ ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.
ჩამონგრევა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. ხიდზე ამ დროს არავინ იყო და მსხვერპლიც არ ყოფილა.
ჩამოვარდნილი მონაკვეთის სიგრძე 100 მეტრს აღწევს. მის გასწვრივ იყო საცალფეხო და ველოსიპედის ბილიკები, ასევე ტრამვაის ბილიკები.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.