არქივი2 მარტი, 2024, 22:51
დრამა "მესტალიაზე" - "რეალი" მიიჩნევს, რომ გამარჯვება მოპარეს
ლა ლიგის 27-ე ტურში "ვალენსიასა" და "რეალის" მატჩი 2:2 დასრულდა.
მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ვინისიუსმა შემდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის - მან 3 დარტყმა მოიგერია. შეხვედრის დასასრულს მამარდაშვილმა ჩაწოდებული ბურთი მოიგერია, შემდეგ ბელინგემმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე თამაში დაასრულა. "სამეფო გუნდის" აღშფოთებული ფეხბურთელები არბიტრს მისცვივდნენ და მან ჯუდს წითელი ბრათი უჩვენა.
ვალენსია - რეალი 2:2
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.