არქივი4 მარტი 2025, 20:54
"დორტმუნდი" 20 წლის თავდამსხმელის გაყიდვას აპირებს

20 წლის თავდამსხმელმა ჯეიმი ბაინო-გიტენსმა შეიძლება ზაფხულში "დორტმუნდი" დატოვოს.
Sky Germany-ს ცნობით, ბაინო-გიტენსი ამჟამად კარგ ფორმაში არ არის, მაგრამ მისი სამსახურით "ტოტენჰემი", "არსენალი", "ჩელსი" და "ბაიერნი" მაინც არიან დაინტერესებული.
თუ "დორტმუნდმა" ევროტურნირებზე გასვლა ვერ შეძლო, მაშინ ინგლისელს გაყიდიან. ადრე მას 100 მილიონ ევროდ აფასებდნენ, თუმცა ახლა გაცილებით იაფად შეელევიან.
ამ სეზონში ბაინო-გიტენსმა ყველა ტურნირზე 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.