დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]
![დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/624bfd367f88b47314c08c3d480f44f8-seF4B2.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში კალიფორნიული დერბი გაიმართა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" 106:102 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ანგელოზების" სლოვენიელი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა, უკანახაზელმა 35 წუთში 31 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.
ლებრონ ჯეიმსმა 37 წუთში 28 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
"კლიპერსიდან" 38 წუთში ივიცა ზუბაცმა საკუთარ გუნდს 27 ქულა და 16 მოხსნა შესძინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 37 მოგებითა და 21 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯეი ჯეი რედიკის გაწვრთნილი
გუნდი მორიგ შეხვედრას 3 მარტს კვლავ "კლიპერსის" წინააღდეგ გამართავს.
"კლიპერსი" 32 გამარჯვებითა და 27 მარცხით მე-6 ადგილზეა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.