ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა - გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში "დალას მავერიქსმა" "დენვერ ნაგეთსს" უმასპინძლა და 107:105 დაამარცხა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და შეხვედრა ოვერტაიმშიც გადავიდოდა, რომ არა კაირი ირვინგის ბოლო წამზე შესრულებული ურთულესი ტყორცნა.
"ტეხასელთა" სლოვენიელმა ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა 37 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
კაირი ირვინგმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა.
"დენვერიდან" ჯამალ მარიმ საკუთარ გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
"ნაგეთსის" ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა თავი 16 ქულით, 11 მოხსნითა და
7 ასისტით გამოიჩინა.
ამრიგად, "დალას მავერიქსი" 39 მოგებითა და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. ჯეისონ კიდის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 20 მარტს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.
"დენვერ ნაგეთსი" 47 გამარჯვებითა და 21 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი 20 მარტს, "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.