ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონის როსტოვიდან დრონებით შეტევისა და 10-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებიან

დონის როსტოვიდან დრონებით შეტევისა და 10-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებიან

რუსეთის როსტოვის ოლქისა და სამხრეთის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დონის როსტოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, დილით განხორციელებული შეტევის შედეგად ტელმანის და ლერმონტოვის ქუჩებზე დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლი. მისივე ცნობით, დაჭრილია 13 ადამიანი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
დონის როსტოვის მერის, ალექსანდრ სკრიაბინის ინფორმაციით, დაზიანებული სახლების მობინადრეები დროებით ევაკუირებული არიან.
14 აგვისტოს დღის პირველი საათისთვის უკრაინულ მხარეს დონის როსტოვზე დრონებით შეტევის შესახებ რაიმე ცნობა არ გაუვრცელებია.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.