დონალდ ტუსკი - უკრაინა, ევროპა და აშშ ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში

ზელენსკისთან, კოსტასთან, შოლცთან, კრისტერსონთან და მერცთან ჩემი სატელეფონო ზარების შემდეგ მასიჯი ცხადია: უკრაინა, ევროპა და აშშ ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტასთან, გერმანიის კანცლერ შოლცთან, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერ ფრიდრიხ მერცთან ჩემი დღევანდელი სატელეფონო ზარების შემდეგ მასიჯი ცხადია: უკრაინა, ევროპა და შეერთებული შტატები ბოლომდე უნდა გაერთიანდნენ და ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში”, - წერს ტუსკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.