ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტუსკი - რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამოვრიცხავ

რუსულ სურსათზე ემბარგოს არ გამოვრიცხავ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვარშავაში ლატვიის პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლონეთი ყურადღებით შეისწავლის და განიხილავს ლატვიის მაგალითს, რომელმაც რუსული სურსათისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი აკრძალა.
“პოლონეთსა და ევროკავშირში სურსათისა და მარცვლეულის სიჭარბის გამო არათანაბარი კონკურენციის პრობლემა არა მხოლოდ უკრაინიდან იმპორტირებული სურსათისა და მარცვლეულის კუთხითაა. ცოტა ადამიანი ხვდება, რომ ბაზრების დესტაბილიზაცია რუსული და ბელარუსული პროდუქტებით ხდება”, - განაცხადა ტუსკმა.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ევროკავშირის ინსტიტუტების დასარწმუნებლად, რომ სერიოზულად განიხილონ უკეთესი და უფრო უსაფრთხო რეგულაციები “აღმოსავლეთ მიმართულებიდან” იმპორტირებულ მარცვლეულსა და სურსათზე.
“გვინდა უკრაინას დავეხმაროთ - ამ მხრივ ჩვენს შორის სხვაობა არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ფერმერების დაცვა გვსურს. ლატვიას იგივე პრობლემა აქვს, მაგრამ ცოტა სხვა მასშტაბით”, - განაცხადა ტუსკმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.