დონალდ ტუსკი – პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე – პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს

ნათელი უნდა იყოს, რომ პოლონეთი უკრაინის მხარესაა, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ კვლავ უნდა იმუშაოს შეერთებულ შტატებთან რაც შეიძლება მჭიდრო ალიანსზე, მაშინაც კი, თუ აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ისეთივე პირდაპირი არ არის, როგორც ევროპის.
ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს, რადგან ეს საჭიროა, როგორც „დამატებითი სადაზღვევო პოლისი“.
„ევროპა, რომელსაც ესმის მისი გლობალური პოტენციალი, მისი, როგორც სუპერსახელმწიფოს სტატუსი, იქნება არა აშშ-ის ალტერნატივა, არამედ ყველაზე სასურველი მოკავშირე. საბოლოო ჯამში, ეს არის ის, რაც ტრამპს სურს, რომ ევროპამ აიღოს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა თავის უსაფრთხოებაზე. პარადოქსია, რომ 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს 140 მილიონი რუსისაგან დაცვას სთხოვს“, – აღნიშნა ტუსკმა.
შეგახსენებთ, დონალდ ტუსკი ლონდონში იმყოფება, სადაც ის საერთაშორისო ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!