დონალდ ტუსკი – მოხიბლულია მოსკოვით, მას ავტორიტარული მოდელის რუსეთის ნიმუშის მიხედვით შექმნა სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მოხიბლულია მოსკოვით და სურს, რომ თავისი ქვეყანა რუსეთის მოდელით ააშენოს, – ამის შეახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
„ბოლო დროს მოსკოვით მოხიბლულია და თვლის, რომ უმჯობესია შექმნას გარკვეულწილად ავტორიტარული მოდელი, რუსეთის ნიმუშის მიხედვით“, – აღნიშნა ტუსკმა.
მან უნგრეთში ხელისუფლების მხრიდან დარღვევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორბანის აზროვნება ძალაუფლებას აღიქვამს, როგორც „საშუალებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ გააკონტროლოს ხელისუფლების ქმედებები“.
ტუსკმა აღნიშნა, რომ უნგრეთი 1989 წელს პოლონეთზე გაცილებით წინ იყო, მაგრამ ახლა ის ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა.
„ისინი, ვინც დაუშვა კორუფცია, მაგალითად, ევროპული ფონდების მიმართ, ჩამორჩნენ ეკონომიკური ზრდისა და ხალხის კეთილდღეობის ამ დიდ რბოლაში“, – აღნიშნა ტუსკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)