დონალდ ტუსკი – ვარშავის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების დაკვეთის შედეგია

ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში 2024 წლის მაისში გაჩენილი ხანძარი რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო შეკვეთილი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„ახლა უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ვარშავაში, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში გაჩენილი დიდი ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი ცეცხლის წაკიდების შედეგად გაჩნდა. ზოგიერთი დამნაშავე უკვე დაკავებულია, დანარჩენები იდენტიფიცირებულები და ძებნილები არიან. ყველას მოგძებნით!“ – აცხადებს ტუსკი.
შეგახსენებთ, მერივილსკას სავაჭრო ცენტრში ხანძარი 2024 წლის 12 მაისს მოხდა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრში 1400 მაღაზია და მომხმარებელთა მომსახურების პუნქტი მთლიანად დაიწვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე