დონალდ ტუსკი - ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. მე მხოლოდ უკრაინის შესახებ არ ვსაუბრობ. მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ. ეს ჩვენს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთ ვარიანტად რეპარაციული სესხის გასაცემად ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება განიხილება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.