ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტუსკი - ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს

დონალდ ტუსკი - ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეზე მიანიშნებს.
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტუსკმა ამის შესახებ პოლონეთის მასწავლებელთა პროფესიული კავშირის ყრილობაზე განაცხადა.
„მიჭირს არ ვთქვა რამდენიმე ფუნდამენტური სიტყვა არსებულ ვითარებაზე, რადგან ეს არის ისტორიული სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით: თქვენ, სტუდენტები, მშობლები, პოლონეთი, ევროპა“, - აღნიშნა ტუსკმა.
მისი თქმით, ომი ახლა გადამწყვეტ ფაზაშია და ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ საფრთხე ნამდვილად სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით.
„ომი აღმოსავლეთში გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს ყველამ ვიცით. არცერთმა ჩვენგანმა არ იცის, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ვიცით, რომ ის ახლა ძალიან დრამატულ ზომებს იღებს. ბოლო რამდენიმე ათეული საათის მოვლენები აჩვენებს, რომ ეს საფრთხე მართლაც სერიოზული და რეალურია გლობალური კონფლიქტის თვალსაზრისით“, - განაცხადა ტუსკმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. მან ასევე დაადასტურა, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ATACMS-ის და Storm Shadow-ის რაკეტები გამოიყენა და პირობა დადო, რომ რუსეთი ამას გადამწყვეტად და სარკისებურად უპასუხებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.