ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპსა და საუდის არაბეთის პრინცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დონალდ ტრამპსა და საუდის არაბეთის პრინცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საუდის არაბეთის პრინცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების ჩადებას გეგმავს.
მოჰამედ ბინ სალმანის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომავალმა რეფორმებმა შესაძლოა, „უპრეცედენტო ეკონომიკური კეთილდღეობა“ შექმნას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.