ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სამუშაო ვიზებისთვის კომპანიებისთვის წლიურად 100 000 დოლარის ოდენობის გადასახადს აწესებს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც სამუშაო ვიზებისთვის კომპანიებისთვის წლიურად 100 000 დოლარის ოდენობის გადასახადს აწესებს

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლურად 100 000 დოლარის ოდენობის გადასახადს აწესებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აშშ-ში კომპანიებს H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად 100 000 დოლარის გადახდა მოუწევთ და ამის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე მიიღეს.
„წელიწადში 100 000 დოლარი H-1B ვიზებისთვის და ყველა დიდი კომპანია ამას მხარს უჭერს. ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა.
ამასთან, ლუტნიკმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა, რომ „აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან დასაქმების მიზნით ხალხის ჩაყვანა შეწყვიტონ“.
„თუ სამუშაოსთვის ვინმეს მომზადებას აპირებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოამზადეთ. ამერიკელები მოამზადეთ. შეწყვიტეთ უცხოელების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს სამუშაო ადგილებს იკავებენ“, - აღნიშნა ლუტნიკმა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ყველაზე მეტად აშშ-ის ტექნოლოგიური ინდუსტრია დაზიანდება, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან აშშ-ში ჩასულ მაღალკვალიფიციურ მუშებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.