ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა, შეიძლება, ბრაზილიელ ფანებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე დასწრება აუკრძალოს

დონალდ ტრამპმა, შეიძლება, ბრაზილიელ ფანებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე დასწრება აუკრძალოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ბრაზილიის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის აკრძალვის შესაძლებლობას, მათ შორის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარების პერიოდშიც. ამის შესახებ იტყობინება CNN Brasil-ი.
წყაროს ცნობით, ტრამპი ვიზებზე აკრძალვის დაწესებას ქვეყნებს შორის დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე აპირებს.
ამტკიცებენ, რომ შეზღუდვა უკვე იგრძნობოდა ვაშინგტონში ბრაზილიელი სენატორების ამასწინდელი მგზავრობის დროს.
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია უკვე ინფორმირებულია შესაძლო აკრძალვის შესახებ, მაგრამ დაელოდება მოვლენათა განვითარებას, სანამ მოქმედებაზე გადასვლას გადაწყვეტს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.
პირველი არხი

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.