დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელების აიოვის არჩევნებში გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში, აიოვას შტატში გამარჯვება მოიპოვა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, ტრამპმა ხმათა 51% მიიღო.
შიდაპარტიული არჩევნები რესპუბლიკელთა რიგებში ამ წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიის კანდიდატის გამოსავლენად ტარდება. ტრამპმა საკმაო ხნის წინ გამოაცხადა, რომ კენჭს იყრიდა 2024-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც და მთელი ეს პერიოდი, საკმაო უპირატესობა ჰქონდა რესპუბლიკელთა სხვა კანდიდატების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დებატებსაც არ ესწრებოდა.
აიოვაში, რომელმაც პირველმა ჩაატარა არჩევნები, ტრამპმა 56 260 ხმა მიიღო, რაც 51%-ს უტოლდება. მეორე ადგილზე გავიდა ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი [აშშ-ის პრეზიდენტობა დესანტისსაც სურს – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ], ხოლო მესამეზე – გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ნიკი ჰეილი. მათ ხმათა 21.2 და 19.1 პროცენტი მიიღეს. ორივე კანდიდატი წარსულში საკმაოდ ახლოს იყო ტრამპთან, თუმცა ახლა მისგან დისტანცირებას ცდილობენ.
კიდევ ერთი კანდიდატი, ვივეკ რამასვამი, მეოთხე ადგილზე გავიდა ხმათა 7.7%-ით, თუმცა მან უკვე შეაჩერა თავისი კამპანია და ტრამპს დაუჭირა მხარი.
რესპუბლიკელთა კანდიდატის ასარჩევი არჩევნები ზამთარ-გაზაფხულის განმავლობაში ჩატარდება. არსებული გამოკითხვებით, აშკარა ფავორიტი სწორედ დონალდ ტრამპია. იგი, დიდი ალბათობით, მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო