დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ კონგრესმენს, ელის სტეფანიკს გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობა შესთავაზა – „სიენენი“

დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ კონგრესმენს, ელის სტეფანიკს გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობა შესთავაზა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ელის სტეფანიკს აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
„პრეზიდენტად არჩეული ტრამპი მალე დაიწყებს გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ ვინ იმსახურებს თანამდებობას მის მეორე ადმინისტრაციაში. ეს გადაწყვეტილებები გამოცხადდება მათი მიღებისთანავე“, – განაცხადა ტრამპის გუნდის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?