დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის მსჯავრდებული და ბრალდებული 1 500 ადამიანი შეიწყალა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 1 500 ადამიანი შეიწყალა, რომლებიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრისთვის არიან მსჯავრდებული და ბრალდებული, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
”ესენი არიან მძევლები. შეწყალება დაახლოებით 1 500-სთვის – სრული შეწყალება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისინი დღეს საღამოს გამოვლენ”, – განაცხადა ტრამპმა.
CNN-ის ცნობით, ტრამპმა სრულად შეიწყალა ასობით ადამიანი, რომლებიც უკვე ნასამართლევი არიან ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა პოლიციაზე თავდასხმა და ქონების განადგურება.
დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ ხელი მოაწერა აღმასრულებელი ქმედებების სერიას, რომელიც მოიცავდა ჯო ბაიდენის 78 აღმასრულებელი ბრძანების გაუქმებას. დღეს ხელმოწერილი სხვა ქმედებები მოიცავს საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, მათ შორის -ის სამხრეთ საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, აშშ-ის გასვლას პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, ფედერალური თანამშრომლებისთვის პირადად მუშაობის ვალდებულებას და სხვა ზომებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს