არქივი23 მარტი, 2025, 00:21
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა. ინფორმაციას გამოცემა THE HILL-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეეზღუდათ ყოფილ რესპუბლიკელ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩეინისაც.
მანამდე ტრამპმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის ყოფილ მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეუჩერა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.