დონალდ ტრამპმა იორდანიის მეფესთან ღაზის მომავალზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იორდანიის მეფე აბდულას უმასპინძლა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება იმის თაობაზე, რომ იორდანიამ უნდა მიიღოს პალესტინელები და მხარი დაუჭიროს ამერიკას ღაზის სექტორის განვითარების იდეას.
მან აბდულას უთხრა, რომ ამ გეგმის შედეგები შესანიშნავი იქნება და სულაც არაა “კომპლექსური გასაკეთებელი საქმე”.
“ახლო აღმოსავლეთში პირველად დამყარდება სტაბილურობა და პალესტინელები, ან სხვა ხალხი, ვინც ახლა ღაზაში ცხოვრობს, სადმე სხვა მშვენიერ ადგილას იცხოვრებენ. ისინი უსაფრთხოდ იქნებიან”, – თქვა დონალდ ტრამპმა.
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხად თქვა, რომ პალესტინელები იცხოვრებენ იქ, “სადაც თავად აირჩევენ, როგორც ჯგუფი”, ეს ადგილი კი შესაძლოა იყოს იორდანიის ან ეგვიპტის ტერიტორიების ნაწილები.
მეფე აბდულამ და ეგვიპტის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის შეთავაზება 2 მილიონამდე პალესტინელის გადასახლების და მათი მეზობელ ეგვიპტესა თუ იორდანიაში დასახლების შესახებ წინადადებები მალევე უარყვეს. მეფე აბდულამ დონალდ ტრამპის მოწოდების მიუხედავად, ჟურნალისტებთან საკუთარ საპასუხო წინადადებაზე არ ისაუბრა და თქვა, რომ დისკუსიებში უნდა ჩაერთონ სხვა არაბული სახელმწიფოებიც. თუმცა აღნიშნა, რომ იორდანია მზადაა ავადმყოფი 2000 ბავშვის მისაღებად.
დონალდ ტრამპს ღაზასთან დაკავშირებული გეგმები არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა, რომ ამერიკა მას გააკონტროლებს და იქ მშვიდობა დამყარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …