პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეხვედრაზე ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეხვედრაზე ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო

დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევა, შეხვდეს მას თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარებასთან პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, - ინფორმაციას The Associated Press-ი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
თარიღი, ჯერჯერობით, გამოცხადებული არ არის, მაგრამ დონალდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, ტრამპმა ძალიან დააფასა ჯო ბაიდენის მხრიდან მილოცვა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.