არქივი23 იანვარი, 2025, 06:24
დონალდ ტრამპმა ევროკავშირში აშშ-ის ელჩად ენდრიუ პუზდერი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკული სწრაფი კვების კორპორაცია CKE Restaurants-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ენდრიუ პუზდერს ევროკავშირში აშშ-ის ელჩად წარადგენს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ენდი შესანიშნავ საქმეს გააკეთებს ჩვენი ერის ინტერესების წარმომადგენლობით ამ მნიშვნელოვან რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პუზდერის წარდგენისას.
ენდრიუ პუზდერი სწრაფი კვების ქსელების, Hardee's-ს და Carl's Jr-ის მფლობელი კომპანიის, CKE Restaurants-ის აღმასრულებელი დირექტორი 2 000-2 017 წლებში იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.