ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ევროკავშირიდან 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ევროკავშირიდან 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ იწყებს "ოქროს ხანას" ამერიკისთვის, რომ დროა აშშ "აყვავდეს".
ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფი და ევროკავშირზე 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მინიმუმ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაუწესდება.
მისი თქმით, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან „მეგობარი მტერზე უარესია“.
ის ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და რომ აშშ-ს წარმოების მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში.
„ამიტომ, შუაღამისას, ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე“, - აღნიშნა ტრამპმა.
დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ს ახალი პოლიტიკა წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.