პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარიფებთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს

დონალდ ტრამპმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარიფებთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს

დონალდ ტრამპს ვუთხარი, რომ სატარიფო პოლიტიკა ხელახლა განიხილოს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
„პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ზედიზედ ბოლო ხუთი წელია იაპონია აშშ-ში ყველაზე დიდი ინვესტორია და სატარიფო პოლიტიკამ იაპონური კომპანიების საინვესტიციო შესაძლებლობებს შეიძლება ზიანი მიაყენოს“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იაპონია აშშ-ში მოლაპარაკებებისთვის მაღალი დონის გუნდს აგზავნის.
„ქვეყნები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ მოლაპარაკებებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე. ისინი ვაჭრობისას ძალიან ცუდად გვეპყრობიან. ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ, ჩვენ კი მათგან მილიონობით ავტომობილს ვიღებთ. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით კი ჩინეთთან!“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
ცნობისთვის, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფების, ხოლო იაპონურ საქონელზე 24%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.