დონალდ ტრამპი: ჰარვარდის უნივერსიტეტი საგადასახადო შეღავათებს ბოროტად იყენებს

დონალდ ტრამპი: ჰარვარდის უნივერსიტეტი საგადასახადო შეღავათებს ბოროტად იყენებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი საგადასახადო შეღავათებს ბოროტად იყენებს.
„ჰარვარდი სამარცხვინოა, მათი ქმედებები სამარცხვინოა. ისინი აშკარად ანტისემიტური პოზიცია აქვთ. საგადასახადო შეღავათების სტატუსი – პრივილეგიაა. ეს ნამდვილად პრივილეგიაა. ამას ბოროტად იყენებენ არა მხოლოდ ჰარვარდში, არამედ ბევრ სხვა დაწესებულებაშიც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„სიენენის“ ცნობით, აშშ-ის შემოსავლების სამსახური ჰარვარდის საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საგადასახადო შეღავათების გაუქმებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. უნივერსიტეტში აღნიშნეს, რომ ასეთი ქმედება უპრეცედენტო იქნება, შეამცირებს სტუდენტებისთვის ფინანსურ დახმარებას და გამოიწვევს ზოგიერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო კვლევითი პროგრამის შეწყვეტას.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს