არქივი4 ოქტომბერი, 2025, 01:52
დონალდ ტრამპი - "ჰამასის" განცხადების საფუძველზე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის, ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზას დაბომბვა

ტრამპმა განცხადება თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე, Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
„ჰამასის მიერ ახლახან გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მე მჯერა, რომ ისინი მზად არიან ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზას დაბომბვა, რათა ჩვენ შევძლოთ მძევლების უსაფრთხოდ და სწრაფად გაყვანა!" , - წერს ტრამპი.
მისივე თქმით, "ამჟამად ამის გაკეთება ძალიან საშიშია".
"ჩვენ უკვე ვმსჯელობთ დეტალებზე, რომლებიც უნდა დამუშავდეს. საქმე მხოლოდ ღაზას არ ეხება, საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთში დიდი ხნის ნანატრ მშვიდობას.“, - წერს ტრამპი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.