დონალდ ტრამპი წიაღისეულის შეთანხმებაზე – ვფიქრობ, ეს მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმება გაფორმდება.
კერძოდ, კითხვაზე, ელის თუ არა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დაბრუნდება“ და დაასრულებს წიაღისეულის შეთანხმებას, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ „დიახ. მე ასე მგონია. ვფიქრობ, ეს მოხდება”.
„ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა“, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის დროს „ფული წაიღო“ ამერიკისგან, “როგორც ტკბილეული ბავშვისგან“ .
„ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ის ჭკვიანი და მკაცრი ბიჭია და ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ