პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად

დონალდ ტრამპი - ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად

როგორც პრეზიდენტის, ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, მაგრამ მე არასდროს მოვერიდები ძალის გამოყენებას, თუ ეს აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატარში, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ჯარისკაცების მადლობა გადაუხადა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„როდესაც საფრთხე გვემუქრება, ამერიკის სამხედროები ჩვენს მტრებს უპასუხებენ ამაზე ფიქრის გარეშე. ჩვენ გვაქვს დაუძლეველი და დამანგრეველი ძალა. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ომების დროს მთავარი საწვრთნელი ბაზა იყო, სადაც ამჟამად დაახლოებით 8 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.