პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად დუგ ბურგუმს წარადგენს

დონალდ ტრამპი შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრად დუგ ბურგუმს წარადგენს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩრდილოეთ დაკოტას შტატის გუბერნატორს, დუგ ბურგუმს წარადგენს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, შინაგან საქმეთა დეპარტამენტს დუგ ბურგუმი უხელმძღვანელებს და ეს „ფანტასტიკური იქნება“.
„მოუთმენლად ველი ოფიციალური განცხადების გაკეთებას. ის უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა დეპარტამენტს და ეს ფანტასტიკური იქნება“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, Mar-a-Lago Club-ში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.