დონალდ ტრამპი – ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები

ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თუ რატომ არიდებს თავს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მას ის არ მოსწონს“.
„მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. პუტინმა თქვა: „დონალდ ტრამპი პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო ომი არ დაიწყებოდა“. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, გასული ორშაბათის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიდევ ჰქონდა.
„ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება