დონალდ ტრამპი უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის შესახებ კითხვაზე – პასუხია კი, მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან მშვიდობის მალე მიღწევას მოველი

გავაგრძელებთ უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას, მაგრამ იმედია დიდხანს აღარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა აპირებს თუ არა ის უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელებას იმ შემთხვევაში თუ მშვიდობა ვერ იქნება მიღწეული.
„არ მოველით ბევრი იარაღის გაგზავნას, მოველით ომის დასრულებას. პასუხია კი. მაგრამ იმედია არ მოგვიწევს ბევრის გაგზავნა, ვინაიდან [მშვიდობის] მალე მიღწევას მოველი”, – განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ პუტინთან „კომპრომისები არ უნდა იყოს“ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დროს. უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპს უკრაინელი სამხედროების ფოტოსურათები აჩვენა რუსეთის ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ და სახელებით ჩამოთვალა ისინი.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს მხარესაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო