ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ

უკრაინისა და ისრაელის საშინელ სიტუაციას ძალიან სწრაფად მოვაგვარებ, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„უკრაინაში ისეთი საშინელი სიტუაციაა, ისრაელში ისეთი საშინელი სიტუაციაა, იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ მათ მოგვარებას ვაპირებთ, ჩვენ მათ ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ნოემბერში, აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ორივე პრობლემას მოაგვარებს.
აიოვას შტატის რესპუბლიკური პარტიის კოკუსში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ თუ ისევ ის იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებოდა და ისრაელს თავს არ დაესხმებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.