– უკრაინელებს Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც მათ უკიდირესად სჭირდებათ – პუტინი კარგად საუბრობს და შემდეგ ყველას ბომბავს

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გაგზავნის და რომ ისინი ქვეყნის დასაცავად აუცილებელია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, „კარგად საუბრობს, მაგრამ საღამოს ყველას ბომბავს“.
ტრამპმა არ დააკონკრეტა Patriot-ის რამდენ რაკეტას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.
„ჩვენ მათ Patriot-ებს გავუგზავნით, რომლებიც უკიდირესად სჭირდებათ, რადგან პუტინმა ბევრი ადამიანი გააკვირვა. ის კარგად საუბრობს და შემდეგ, საღამოს ყველას ბომბავს. თუმცა, აქ პატარა პრობლემაა – ეს არ მომწონს. მათ სხვადასხვა ძალიან დახვეწილი სამხედრო აღჭურვილობას გავუგზავნით, ისინი ამისთვის 100%-ით გადაგვიხდიან“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული