უკრაინელების დახმარებაზე – ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ, ჩვენ ვხარჯავთ დროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, მის წინამორბედ ჯო ბაიდენისგან განსხვავებით, უკრაინას ფინანსურ დახმარებას არ უწევს.
„ჯო ბაიდენმა უკრაინელებს 350 მილიარდი დოლარი მისცა და მე არაფერს ვაძლევ მათ. მაგრამ თავიდან მე მათ „ჯაველინები“ მივეცი, ობამამ საბნები მისცა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, არსებობს ერთი პრობლემა და ეს არის ის, რომ ომში ბევრი ადამიანი იღუპება.
„ბევრი ადამიანი იღუპება და მე მინდა, რომ ეს შეწყდეს. გასულ თვეში უკრაინაში 27 000 ჯარისკაცი დაიღუპა – ძირითადად უკრაინელი და რუსი ჯარისკაცები“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეერთებული შტატები ნატო-ს ქვეყნებისთვის იარაღის „სრული ფასით“ მიყიდვას ახორციელებს და ნატო მას უკრაინას გადასცემს.
„ვფიქრობ, მათ შეეძლოთ სხვებისთვის გადაცემა, მაგრამ ისინი ძირითადად უკრაინას გადასცემენ. ისინი უკრაინასთან იარაღის, რაკეტების და ა.შ. გავრცელების პირობებზე მუშაობენ. მაგრამ ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ, ჩვენ ვხარჯავთ დროს ჰუმანიტარული მიზნებისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა