დონალდ ტრამპი - უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს

უკრაინას შეტევაზე გადასვლა სურს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე ომის შესახებ ისაუბრებს.
„მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაგრამ მათ შეტევაზე გადასვლა სურთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შედგება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა იქნება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.