დონალდ ტრამპი – უკრაინას ავტომატური უსაფრთხოება ექნება

უკრაინას ავტომატური უსაფრთხოება ექნება იმით, რომ ამერიკელები იქ იშვიათ ლითონებს მოიპოვებენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება “უკრაინისთვისაც კარგი შეთანხმებაა, ვინაიდან იქ ჩაგვიყვანენ, იქ ვიმუშავებთ”.
“ადგილზე ვიქნებით და ამ მხრივ ის ავტომატური უსაფრთხოება იქნება, ვინაიდან ვერავინ გაბედავს ჩვენი ხალხისთვის პრობლემების შექმნას, როდესაც იქ ვართ,” – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მოუწევს დათმობაზე წასვლა ომის დასასრულებლად
კერძოდ, კითხვაზე, მოუწევს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რაიმე „დათმობებზე“ წასვლა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებისას, აშშ-ს პრეზიდენტი პასუხობს: „დიახ”.
ტრამპი პუტინს ახასიათებს, როგორც “ძალიან ჭკვიან ბიჭს” და როგორც “ცბიერს”.
ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი 28 თებერვალსაა დაგეგმილი, რომლის დროსაც იგეგმება იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების გაფორმება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)