არქივი1 ივლისი, 2024, 21:07
დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ
დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის.
„დიდი გამარჯვება ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. ვამაყობ, რომ ამერიკელი ვარ!“, - დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.