ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად ვარ

დონალდ ტრამპი - ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად ვარ

ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებებისთვის მზად ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებების მიღწევის შესახებ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიმართა.
„შეთანხმებების მიღწევა სურთ. შესაძლებელია, თუ შეთანხმების სანაცვლოდ რაიმეს მივიღებთ. მე ამისთვის ნამდვილად მზად ვარ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, კითხვაზე, მოხდება თუ არა შეთანხმებების მიღწევა 2 აპრილამდე, აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების ძალაში შესვლამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არა“.
„არა, ალბათ უფრო მოგვიანებით. ეს პროცესს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.