ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმაზე - ზელენსკის მოუწევს, დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს

დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმაზე - ზელენსკის მოუწევს, დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს

თუ ზელენსკის ეს შეთანხმება არ მოსწონს, მაშინ მათ უბრალოდ უნდა განაგრძონ ბრძოლა. ვფიქრობ, თუ ის მას არ მიიღებს, აშშ უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
„უკრაინამ უნდა იჩქაროს სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ეს ზამთარი ცივი იქნება, ბევრ დიდ ელექტროსადგურზე კი დარტყმა განხორციელდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტს მოუწევს, მისი გეგმა მიიღოს.
„გულისხმობთ, რომ მას ეს არ მოსწონს? მოუწევს, მოეწონოს, მოუწევს დაეთანხმოს, გარკვეულ მომენტში, მას რაღაცასთან შეგუება მოუწევს. გახსოვდეთ, სულ ცოტა ხნის წინ, ოვალურ კაბინეტში, ვთქვი: „თქვენ არანაირი კოზირი არ გაქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.