ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ვადის შემცირებაზე - დღეიდან 10 დღე - ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ

დონალდ ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ვადის შემცირებაზე - დღეიდან 10 დღე - ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის საბოლოო ვადა „დღეიდან 10 დღემდე“ შეამცირა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კერძოდ, ტრამპს მისი გუშინდელი განცხადების დაკონკრეტებაზე ჰკითხეს, როდესაც მან თქვა, რომ პუტინისთვის უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად საბოლოო ვადა „10-12 დღეს არ აღემატება“.
„დღეიდან 10 დღე. ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ, და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას [პუტინს] აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე", - განაცხადა ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.