არქივი5 სექტემბერი, 2025, 18:12
დონალდ ტრამპი - როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დაე, ხანგრძლივი და წარმატებული მომავალი ჰქონდეთ

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
„როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ. დაე, მათ ერთად ხანგრძლივი და წარმატებული მომავალი ჰქონდეთ!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.