დონალდ ტრამპი - რვა ომი დავასრულე და კიდევ ერთი დამრჩა - იმედია, უკრაინაში ეს საშინელი სისხლისღვრა მალე დასრულდება

იმედია, უკრაინაში ეს საშინელი სისხლისღვრა მალე დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა GB News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რვა ომი დავასრულე და კიდევ ერთი დამრჩა. გასულ თვეში ორ ქვეყანას შორის 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ვიფიქრე ამის დასრულება მარტივი იქნებოდა. მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დამისრულებია. ეს საშინელი სისხლისღვრაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი ომი არ ყოფილა.
„იმედია, მალე დასრულდება. მათზე ძლიერ ზეწოლას ვახდენთ, როგორც იცით, ინდოეთისა და ნავთობის მხრივ. ინდოეთი ახლა უარს ამბობს, რადგან როდესაც რუსეთი ნავთობს ყიდის, მაშინ მათ ფული აქვთ, რომ რაღაც გააკეთონ. მაგრამ, ვფიქრობ, ამას დავასრულებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.