– რატომ ამბობს ასე სულელურად, ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის, რომ ეს სიცრუა – მე ის სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე

აიათოლა ალი ხამენეი სიკვდილისგან გადავარჩინე, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტი, Truth Social-ზე წერს.
„რატომ ამბობს ასე სულელურად ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის რომ ეს სიცრუა“, – წერს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „ზუსტად იცოდა, თუ სად იმალებოდა აიათოლა ალი ხამენეი“.
„ისრაელს ან -ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნაზე მუშაობდა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეის განცხადების შემდეგ ამას აღარ გააკეთებს.
„მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზიზღითა და სიძულვილით სავსე განცხადება გაავრცელა და სანქციების მოხსნაზე ყველანაირი მუშაობა შევწყვიტე“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება