არქივი11 აგვისტო, 2025, 20:08
დონალდ ტრამპი - პუტინს ვხვდები, პარასკევს რუსეთში მივდივარ

პუტინს ვხვდები - პარასკევს რუსეთში მივდივარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.
„აქ ყოფნა ჩემთვის უხერხულია. მე პუტინს ვხვდები. პარასკევს რუსეთში მივდივარ. არ მომწონს აქ ყოფნა და იმაზე საუბარი, თუ როგორი საშიში და ბინძურია ოდესღაც ლამაზი დედაქალაქი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა, პრესკონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანებას ეხებოდა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს აშშ-ის ალასკას შტატშია დაგეგმილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.