დონალდ ტრამპი – პუტინამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა გაგება, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ყოველთვის არსებობდა იმის გაგება, რომ უკრაინა არასდროს გაწევრიანდებოდა ნატო-ში.
„პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო გაგება, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევიდოდა. სრული სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პუტინამდე დიდი ხნით ადრე იყო. ახლა კი ისინი დაჟინებით მოითხოვენ. იცით, როდესაც ზელენსკი პირველად პუტინს შეხვდა, მან თქვა, რომ ორი რამ სურდა. „მინდა ყირიმის დაბრუნება და ჩვენი ნატო-ში გაწევრიანება. მან ეს არც ისე ლამაზად თქვა“, – აღნიშნა ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში, როდესაც უპასუხა შეკითხვას : „უნდა შეწყვიტოს თუ არა ნატომ ახალი წევრების მიღება და უნდა დასრულდეს თუ არა ნატო იქ, სადაც ახლაა?“
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ზელენსკი კარგი „ვაჭარია“.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს